ჩხუბი და დაპირისპირება ლეიბორიტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქციაზე - პარტიის წამომადგენლებმა, გლდანულაში, ერთ-ერთ პარკში, ქართული ოცნების დროშების ჩამოხსნა სცადეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ პარკებში ქართული ოცნების დროშების განთავსება არაკანონიერია, ისინი დროშების მიტანას გლდანში, გამგეობაში აპირებენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკუპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა.
"როგორც ხედავთ, ზონდერებმა დაიწყეს უკვე წინასაარჩევნოდ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანისთვის ხელის შეშლა, აგრესია, ფიზიკური-სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩვენ აქ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ჩამოვხსნათ დროშები, რომლებიც უკანონოდ არის განთავსებული. ქალაქის ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბის ფულიდან ოცნება იკეთებს საკუთარი თავის პიარს". - აცხადებს აქციიე მონაწილე.